en
ge

იცით, ვინაა პირველი ქართველი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი?

იცით, ვინაა პირველი ქართველი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი?


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ისტორია, შეგვიძლია დავიწყოთ 1879 წლიდან, როცა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით პირველი ქართული NGO(არასამთავრობო ორგანიზაცია) - ‘წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება’ დაარსდა.

გამგეობის პირველ თავჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, ხოლო წევრები იყვნენ - იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

ამ ორგანიზაციის დამსახურებით საქართველო, ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, წერა-კითხვის ცოდნით, მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებდა.

ორგანიზაციის მეშვეობით, საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: საქართველოს მთლიანი მასშტაბით გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ესაა ის კაპიტალი, რომელიც სამოქალაქო მოძრაობამ იმ დროისათვის შექმნა. 

ამ სისტემის ჩამოყალიბებაში აქტიურად იყო ჩართული ბევრი ოჯახი. საზოგადოება აქტიურად უწევდა დახმარებას ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.


მსგავსი პოსტები