en
ge

დემოკრატ მესხთა კავშირი

დემოკრატ მესხთა კავშირი

„დემოკრატ მესხთა კავშირი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ზრუნავს ადამიანების უფლებების დაცვაზე. ორგანიზაციის მთავარი მისიაა, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ იცხოვროს სამართლიან სახელმწიფოში და თითოეული მათგანის შესაძლებლობა იყოს რეალიზებული..

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე მის გუნდთან ერთად ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

  • მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება
  • სამოქალაქო განათლება
  • ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება

მათი მიდგომა პროგრესულია და დროსთან ერთად იცვლება. წლების გამოცდილებით იციან, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული საკითხების მიმართ ურყევი არ არის, ჩნდება ახალი ინტერესები და შესაბამისად გამოწვევები.დემოკრატ მესხთა კავშირი კი მუდმივად მზად არის ახალი პრობლემების მიხედვით შეცვალოს სამუშაო სტრატეგია.

მათ სწამთ, რომ დაუღალავი შრომის შედეგად რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იცხოვრებს გარემოში, სადაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, რათა ნებისმიერი მათგანის შესაძლებლობა იყოს რეალიზებული.

მსგავსი პოსტები