en
ge

ერთად განვითარებისთვის

ერთად განვითარებისთვის

2019 წლის აპრილიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ინოვაციურმა, კრეატიულმა და დინამიურმა სივრცემ დაიწყო მუშაობა. სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 11 სამოქალაქო ლიდერისა და აქტივისტის მიერ დაფუძნდა, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერი.

ეს არის სივრცე, რომელიც თავს უყრის ინტელექტუალურ რესურსს ქვეყნის შიგნით და გარეთ, აერთიანებს გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს; ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე წინ წამოწევისთვი.

სექტორი 3-ის მისიაა მოქალაქეების, ორგანიზაციების, სექტორებისა და ფართო საზოგადოების დაკავშირება, მათ შორის დიალოგის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სტიმულირება და ეფექტიანი გადაწყვეტების პოვნა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.

სექტორი სამმა არსებობის მანძილზე არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და ქმედითი ინიციატივა განახორციელა. ამ პროცესში ჩაერთო და გაერთიანდა საზოგადოების ყველა წევრი - მოქალაქე და ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, საჯარო და კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. მან დაფუძნებიდან დღემდე განახორციელა ისეთი პროექტები როგორიცა

  • ექსპერტთა ჰაბი, სადაც ექსპერტები და პროფესიონალები, იკვლევენ და პოულობენ გადაწყვეტებს, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ სფეროში;
  • ლიდერთა ჰაბი, სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას, მათ მომზადებასა და განვითარება; 
  • ევროკავიშირის მიერ ინიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეული საქართველოში და საერთაშორისო კონფერენცია - DISINFO ALERT დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან საბრძოლველად; 
  • ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ვიზიტი საქართველოში;
  • მადლიერების ტაში - ექიმების მხარდასაჭერად;
  • სამოქალაქო მოძრაობა #შენმოქმედი.

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ საფრთხესთან გასამკლავებლად ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოებისთვის საჭირო სხვა ბევრი ქმედითი და საინტერესო ინიციატივა.

მსგავსი პოსტები