en
ge

განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი

განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი

4000-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, ათასობით სტატია და სავარჯიშო.

უფასო პლატფორმა - ყველა მოსწავლისთვის, ყველა კლასისთვის! მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და კომპიუტერული პროგრამირებაც კი! 

ეს არის ხანის აკადემია საქართველო, რომლის მიზანია გაავრცელოს უფასო, მსოფლიო დონის განათლება ყველასთვის და ყველგან www.ka.khanacademy.org

სწავლება ეფექტურია, რადგან: 

პროცესი ინდივიდუალურია - მოსწავლეები ვარჯიშობენ საკუთარი ტემპით და შესაძლებლობა აქვთ პროგრამა აითვისონ ეტაპობრივად

მასალა სანდოა - ხანის აკადემია ექსპერტების შექმნილი ბიბლიოთეკაა სანდო სავარჯიშოებითა და გაკვეთილებით მათემატიკაში, მეცნიერებასა და სხვა საგნებში. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ის ყოველთვის უფასო იქნება.

ხანის აკადემია – საქართველო.  საზოგადოებრივი ორგანიზაცია ედუქეარ საქართველოს (Educare Georgia) პროექტია, რომლის მიზანია ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მსგავსი პოსტები