en
ge

გაეცანით მწვანე ალტერნატივის ინიციატივას

გაეცანით მწვანე ალტერნატივის ინიციატივას

"მწვანე ალტერნატივა" საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბევრი სასარგებლო პროექტი განახორციელა.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს გარემოსა და ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

"მწვანე ალტერნატივის' წინადადების საფუძველზე ზოგიერთი კანონიც კი მომზადდა.

2019 წელს ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას - 1000 ლარს მიიღებენ. პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავდა: ‘’ ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, ისეთივე პატრიოტიზმია, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა... ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის; ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას აფასებს ქვეყანა“.

მსგავსი პოსტები