en
ge

ციცინათელების ქვეყანა

ციცინათელების ქვეყანა

გსმენიათ საქართველოში არსებულ ბავშვთა ჰოსპისის შესახებ?

მისი აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს ესაჭიროება. 

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერ მხარდაჭერას. 

ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში, „ღია საზოგადოების ფონდის“ინიციატივით, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. 

მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნესკომპანიების სახით. მშენებლობის პროცესში, 1 წლის მანძილზე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. „ციცინათელების ქვეყანას“ სამი ძირითადი მიმართულება აქვს: 24-საათიანი, სტაციონარული მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ამ ეტაპზე 60-მდე ბავშვს ემსახურება. 

ჰოსპისის ყველა სერვისი უფასოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. 

ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტისა და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. სამოქალაქო პასუხისმგებლობაც სწორედ ესაა, - როცა საზოგადოება ერთმანეთის და განსაკუთრებით ბავშვების კეთილდღეობაზე ერთად ზრუნავს.

მსგავსი პოსტები