მედიდური მთები, სადაც მდინარე თერგი იღებს სათავეს, უნიკალური ტრავერტინები და ჰიდროკარბონატული მინერალური წყლები - ეს თრუსოს ხეობაა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მშვენება. სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ანა გელაშვილმა რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ლომეკი" ჩამოაყალიბა.
ლომეკი აქტიურ მოქალაქეებთან და ექსპერტებთან ერთად, ხეობის ისტორიული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის დასაცავად მუშაობს, საზოგადოებას მუდმივად აწვდის ინფორმაციას ხეობის კულტურული მნიშვნელობის შესახებ, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ხეობის მდგრადი მართვის გეგმის შესამუშავებლად, აწყობს მედიატურებს და შეხვედრებს ადგილობრივი სოფლების მოსახლეობასთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი "ლომეკის" საქმიანობა?
საზოგადოების ერთიანობითა და მეტი ჩვენგანის ჩართულობით, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები და კულტურული მემკვიდრეობის გასაოცარი ძეგლები კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება. ასეთი ინიციატივები საქართველოში მცხოვრებ აქტივისტებს აძლევს შთაგონებას და მოტივაციას.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია