en
ge

იაკობ გოგებაშვილი თანამედროვე პერსპექტივიდან

იაკობ გოგებაშვილი თანამედროვე პერსპექტივიდან

საუბარი ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ლიბერალიზმზე, ქალთა უფლებებზე, ინტერნაციონალიზმზე, დღეს რომ ბევრისთვის ნეგატიურ სიტყვებად მოიაზრება, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო.

იაკობ გოგებაშვილმა მთელი სიცოცხლე ეროვნულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას შესწირა. დიდია მისი დამსახურება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

'...ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან.'

სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნა, ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება, სასოფლო-სამეურნეო სკოლა, ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსება - ეს ყველაფერი მისი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.

მან შექმნა ქართულის სწავლების უნიკალური მეთოდი: ორი ხმოვნით სიტყვის და ამ სიტყვებით წინადადების შექმნით წერა-კითხვის სწავლების დაწყება უპრეცედენტო შემთხვევაა. ისიც თავისთავად ცხადია, რომ წინადადებით სწავლების დაწყება მეთოდოლოგიურად უპირისპირდება დოგმატურ-სქოლასტიკურ მიმართულებას და ადამიანს საწყისშივე აზროვნებას აჩვევს.

1890 წელს გოგებაშვილმა საზოგადოებას შესწირა ყველა თავისი წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ანდერძით დაუტოვა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, წიგნებზე საავტორო უფლებების ჩათვლით.

ჩვენს ისტორიას, იაკობ გოგებაშვილის მსგავსად, ბევრი პიროვნება ახსოვს, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოს უკეთეს მომავალსა და პროგრესს მიუძღვნა.

ეს თავისთავად იმის მაგალითია, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე, და კიდევ იმისა, თუ რამდენი სარგებელი შეიძლება მოუტანოს სამშობლოს ერთმა ინდივიდმა.


მსგავსი პოსტები