en
ge

კანონის წინაშე თანასწორობა

კანონის წინაშე თანასწორობა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებათა შესახებ პირველ სამართლებრივ დოკუმენტად, 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიჩნევა.თუმცა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად წერდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი მოღვაწეობით დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა.

თემები , რომლებზეც ილია საუბრობდა, დღესაც ისევე აქტუალურია საქართველოსთვის, როგორც მაშინ. სწორედ ამიტომ, მას თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად მოიხსენიებენ. 

ილია აღნიშნავდა, რომ “კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია', წერდა, რომ მეტად მნიშვნელოვანია “ კანონს ცოდნა და მისი ფარად გამოყენების აუცილებლობა”, რომ ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი საზრუნავია.' 

‘კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.’


მსგავსი პოსტები