100 წლის წინათ, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი საქართველოში აირჩიეს. 1918 წლის ქართული პრესა სიამაყით წერდა, რომ თბილისი მაზრის ერობის ხმოსანთა შორის ყარაჯალას ოლქიდან წარმოდგენილი იქნება მუსლიმი ქალი ფარი–ხანუმ სოფიევა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდგომ, ქვეყნის ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. მათ შორის თბილსის მაზრაში, ყარაჯალას ოლქში სოფიევამ გაიმარჯვა და ამ მაზრიდან მეხუთე ხმოსანი გახდა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ფარი–ხანუმ სოფიევა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად, საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა და ბევრი სამეურნეო წამოწყებაც ჰქონია