en
ge

ქალები ცვლიან გარემოს – ცნობილი კულინარი და ფემინისტი

ქალები ცვლიან გარემოს – ცნობილი კულინარი და ფემინისტი

„სრული სამზარეულო“ – ასე ჰქვია ცნობილი ქართველი კულინარის ბარბარე ჯორჯაძის წიგნს, რომელიც 1874 წელს, ავტორმა პირველად გამოაქვეყნა. მარტივი ენით დაწერილი ქართული, ევროპული რეცეპტები მაშინაც და ახლაც ისეთი პოპულარულია, რომ წიგნი უამრავჯერ გამოიცა. 

კნეინა ბარბარემ წიგნში თავი მოუყარა ყველა იმ რეცეპტს, რომლითაც თავად ამზადებდა კერძებს თუ ტკბილეულს. ბოლო გამოცემაში 800–მდე რეცეპტია თავმოყრილი და ასევე უამრავი რჩევა. მან პრაქტიკულად შეცვალა ბევრი ოჯახის კულინარიული გამოცდილება, გემოვნება და მენიუ. და არამარტო ამით... 

ცნობილი კულინარი ბარბარე ჯორჯაძე ცნობილი პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და ქალთა უფლებების დამცველი იყო – წერდა განათლების, თანასწორობის, ქალთა თვითგამოხატვისა და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე. 

ისტორიამ მას ერთ–ერთი პირველი ქართველი ფემინისტი ქალის სახელი მიანიჭა, ხოლო მისი წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად. 

წერილი.... 

მსგავსი პოსტები