en
ge

ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა

მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას. საქართველოს კანონი – ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ დეტალურად განმარტავს ყოველივეს. 

კერძოდ:

🔹 ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

🔹 ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას.

🔹 სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

🔹 ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

🔹 იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

თუ თქვენ გახდით ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112 

წყარო: საქართველოს კანონი – ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მსგავსი პოსტები