en
ge

ქალთა უფლებებზე დომენიკა ერისთავი

ქალთა უფლებებზე დომენიკა ერისთავი

დომენიკა ერისთავმა 1914 წელს ქართველ ქალთა საზოგადოების დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა, და ორგანიზაციის წევრებმა თავმჯდომარედაც აირჩიეს. იგი ღიად მსჯელობდა ქალის ჩაგვრაზე, ქალისა და კაცის თანასწორობის აუცილებლობაზე და ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა რომ ქალები მამაკაცთა თანასწორნი უნდა იყვნენ.

მის პუბლიცისტურ წერილში, რომელიც „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ვკითხულობთ: „რამდენად მთლიანი თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღია აზროვნება. ეს წვეთია კაცობრიობის ოკეანეში. ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობის, სადაც დედაკაცი მონა კი არ არის, არამედ თავისუფალი ადამიანია.“

მსგავსი პოსტები