en
ge

ქართული ხორბალი „დიკა“, „წითელი დოლი“ და ელკანა

ქართული ხორბალი „დიკა“, „წითელი დოლი“ და ელკანა

საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ძვ. წ. VI–V ათასწლეულიდან მისდევენ.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით. “ელკანა” აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული სათესლე და სარგავი მასალის აღდგენას, ფერმერებს შორის გავრცელებას და მარკეტინგული ჯაჭვის აწყობის, ბრენდირებისა და ბაზარზე პოპულარიზაციას.

მათი გაწეული შრომის შედეგად, უძველესი ქართული ხორბალი - 'დიკა' და ‘წითელი დოლი’ გადაშენებას გადაურჩა. სწორედ "ელკანამ" დაიწყო წლების შემდეგ პირველად გადაშენების პირას მყოფი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გამრავლება, პოპულარიზება და გავრცელება. დღეს სამცხე–ჯავახეთში, "დიკას" და "ახალციხურ წითელ დოლს" ყოველწლიურად ოცდაათამდე ფერმერი თესავს. ელკანა 10 წელზე მეტია აქტიურად ატარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს, აქვეყნებს პუბლიკაციებსა სიახლეებს, და ქართველ ფერმერებს ბიოწარმოებისთვის შესაფერის პირობებს უქმნის.

მსგავსი პოსტები