მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს იცნობენ, როგორც ღვინის სამშობლოს. ზემო აჭარის ღვინის სახეობები - 108 ჰექტარზე გაშენებულია ღვინის ვენახები, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება, უფრო და უფრო ცნობილი და მოთხოვნადი ხდება. ძლიერ სახელმწიფოში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სამწუხარო რეალობაა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები ვერ ახერხებენ არსებული რესურსების მდგრად გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“. სწორედ აღნიშნული პროექტის დახმარებით ზემო აჭარაში გაშენდა ვენახები, რომლებმაც დიდი წარმატება მოიპოვა.
ჩამოყალიბდა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო და მობილიზდა რეგიონის განვითარებისათვის. ჯგუფისა და პროექტის დახმარებით, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შეეწყო ხელი. პროექტის ფარგლებში რეგიონში მოხდა ადგილობრივი ბიზნესების ხელშეწყობა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და დაფინანსდა სხვადასხვა ბიზნესპროექტები. „ქედა ლიდერი“-ს კიდევ ერთი ყურადსაღები პროექტია ბეტონის ბოძების დამზადება და ვენახის მოწყობის სერვისი. CENN აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი, მწვანე მეწარმეობის, მდგრადი განვითარების, ადამიანის უფლებების, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით. CENN-ში თვლიან, რომ მათი წარმატების საზომი სასიკეთო ცვლილებების განხორციელების საშუალებაა. მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა როდესაც ხედავენ, რომ მათი დახმარებით ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ იცვლება.