en
ge

კობი, ეს შობაა

კობი, ეს შობაა

მისი ამბავი ზღაპარს ჰგავს:

ჯორჯ კობის, ანუ გრიგოლ კობახიძის ისტორია მე–19 საუკუნის მიწურულს, რაჭის სოფელ თხმორში იწყება. 10 წლის ბიჭი მშობლიური სოფლიდან გაიპარა და ბედის საძიებლად გაემგზავრა – ჯერ ბორჯომში, თბილისში, შემდეგ პოლონეთის გავლით გერმანიაში, გერმანიიდან ინგლისში და ბოლოს ამერიკაში. 

ამ გზაზე უამრავი გაჭირვება, მარცხი გამოიარა, თუმცა უამრავი წარმატება ხვდა წილად და მსოფლიოსაც ბევრი გამოგონება დაუტოვა, არაფორმალურად მას, ამერიკაში „ქიმიური მრეწველობის მეფესაც“ ეძახდნენ. 

ავტომატური საწერ-კალამი, წყალგამძლე ცემენტი და მინა-ბლოკი, რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ ცათამბჯენების მშენებლობაში. ის ამზადებდა ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის სუნამოსთვის და ქმნიდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში იყენებდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე კანადა. 

ჯორჯ კობის სახელით დღემდე იყიდება გასულ საუკუნეში დამზადებული საშობაო ნაძვის ხის მოელვარე სათამაშოები ვინტაჟურ ონლაინ მაღაზიებში და დღემდე აქვს მათ ყუთებს წარწერა – „ორნამენტი. კობი, ეს შობაა”. 

#გადაიაზრეისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები