საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემის ფესვგადგმული ტრადიცია, რომელიც მამაკაცებს უპირატესობას, ხოლო უამრავ ქალს ღია ცის ქვეშ ტოვებს, მაშინ, როცა კონსტიტუცია და კანონმდებლობა თანასწორ უფლებებს აწესებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ მრავალი წელია ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ძალზე ხშირად ქალები ფარული ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. სხვა აქტუალური საკითხების ფონზე, ეს პროცესი ხშირად უყურადღებოდ რჩება, რაც მისი გადაჭრის გზების მოძიებას სერიოზულ ბარიერს უქმნის და აფერხებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცეს
„საფარის“ კამპანიის – ,,მეც შვილი ვარ“ – იდეაც სწორედ „საფარის“ ბენეფიციარების ურიცხვი ისტორიის მოსმენის შემდეგ გაჩნდა, რადგან ძალადობის გამო გაქცეული ქალი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსახლკაროდ რჩება. ქალის, როგორც უძრავი ქონების მემკვიდრის, იგნორირება ჩვენში ფაქტობრივად მის გაწირვას ნიშნავს. ბევრი მშობელი ამას ვერ აცნობიერებს. კამპანია ძირითადად აგებულია რესპონდენტების მიერ მოყოლილ ისტორიებზე, რომელიც მემკვიდრეობით გადანაწილებულ ქონებას ეხება და სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენს კულტურაში გამჯდარი ბევრი უსამართლო ტრადიცია. შეკრებილი ისტორიებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მშობლები ხშირად შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილების „ტრადიციულ” სქემას მიყვებია
მეორე საკითხია, როდესაც თავად ქალებსაც ესირცხვილებათ მემკვიდრეობით კუთვნილი წილის მოთხოვნა, რადგან აქაც ტრადიციებს და ნათესავ-ახლობელთა ულმობელ შეფასებებს აწყდებიან: „ძმას სახლი გააყიდინა”, „უსინდისო, იმის ნაცვლად, რომ გათხოვდეს და თავისი ქონება შეიძინოს, ოჯახს ედავება” და ა. შ. ამიტომაცაა, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა ეკონომიკურ საჭიროებებს განიცდის ქალი, მას „ანამუსებენ”, რომ ქონება ძმას/ძმებს დაუთმოს და თავად დაქორწინდეს ან რამე სხვა მიზეზით გაათავისუფლოს მშობლებისეული საცხოვრის
დროა, ამ თემაზე საზოგადოებაში ფართო დისკუსია გაიშალოს და ადამიანებმა, პირველ რიგში მშობლებმა, შემდეგ ქონებაწართმეული ქალების ძმებმა და თავად ქალებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ მემკვიდრეობის გადანაწილებას გენდერი არ აქვს”, - ამბობს შორენა გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის” პროექტის კოორდინატორი.