en
ge

მონანიება – ფილმი რეპრესირებულ ადამიანებზე

მონანიება – ფილმი რეპრესირებულ ადამიანებზე

ძნელია ემოციების გარეშე უყურო თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებას“. ფილმი ღიად გვიყვება საბჭოთა სისასტიკეზე – პოლიტიკურ რეპრესიებზე, მანამდე ეს თემები კინოსა და ლიტერატურაში მინიშნებებით თუ იყო გადმოცემული.

მის სცენარზე მუშაობა, გადაღება რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ხოლო დასრულებული ფილმი რამდენიმე წლის მანძილზე თაროზე იყო შემოდებული, რადგან საბჭოთა ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა დიდ ეკრანზე მის ჩვენებას. 

მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ფილმის და მისი შინაარსის შესახებ მალე გავრცელდა ხმები. გარკვეულ წრეებში, მისი ფარულად ნახვაც შესაძლებელი იყო. რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ ფილმი დიდ ეკრანზე გამოჩნდა.

ფილმის სცენარის შექმნის უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ერთი ცხადია: საბჭოთა რეპრესიების შესახებ შექმნილი ფილმის მთავარი გმირის ბარათელის ამბავი ძალიან ჰგავს 1937 წელს დიდი რეპრესიების დროს დახვრეტილი მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის ამბავს. ფილმში ბარათელი დიმიტრი შევარდნაძის მსგავსად იცავს ტაძარს და მის დაცვას ეწირება.

თენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს აკლდა წარმატება, თუმცა „მონანიება“ მაინც გამორჩეულია და არაერთი ჯილდო მიიღო. იგი დღემდე ერთ–ერთი საუკეთესო ფილმია ქართულ კინოინდუსტრიაში. #გახსოვდესისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები