en
ge

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო

„მე დამივლია ევროპა, და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“.

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო. დაიბადა ბატონყმობისას, მოღვაწეობდა საქართველოს რუსეთის გუბერნიის მარწუხებქვეშ, მოესწრო და აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის შექმნაში, ბოლოს კი, საბჭოთა იმპერიაში აღმოჩნდა.

დაუღალავად მუშაობდა საქართველოს განვითარებისათვის, მისი ინიციატივებისა და საქმეების ჩამოთვლას ტომები სჭირდება – ნავსადგური, რკინიგზა, წყალსაცავი, ფუნიკულიორი, თბილისის ზღვის პროექტი და ა.შ.

პატივს სცემდა ცხოვრების ევროპულ სტილს და ევროპაში მიღებულ ცოდნას, ევროპულ გამოცდილებას საქართველოს კეთილდღეობას ახმარდა.

„ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოთ უნდა მიგვაჩნდეს... ჩვენთვის მეტის მეტათ შესახარბებელია სხვა ქვეყნებში გავრცელებული განათლება და კეთილდღეობა, რაკი ჩვენ ვიცით, რომ ეს განათლება და კეთილდღეობა იმათ თავიანთ აკვანში როდი უპოვიათ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ, თუ რა ნაირათ და რა გზით მიაღწიეს განათლებულმა ხალხებმა თავიანთ კეთილდღეობამდი, რა და რა წესი და განწყობილება მოუგონიათ იმათ ამ კეთილდღეობის დასაფუძნებლად და გასაძლიერებლათ". 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები