en
ge

პირველი კონსტიტუცია

პირველი კონსტიტუცია

გაზეთმა „საქართველომ“, 1921 წლის 23 თებერვალს, საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის მიღება აუწყა.

21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც იმ პერიოდისათვის პროგრესულ დოკუმენტად მიიჩნევა.

ქვეყნის ძირითად წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, ბავშვთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა. 

149 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუციის სტამბური ვერსიის გამოქვეყნება, თბილისში ვერ მოესწრო, რადგან საბჭოთა რუსეთი, 25 თებერვალს, უკვე ქალაქში შემოიჭრა.

დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, 1921 წელს ბათუმში, ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა, რომელიც დოკუმენტის პირველი ნაბეჭდი გამოცემაა და დამფუძნებელთა კრების წევრთა ხელმოწერით ძალაში შევიდა.

1921 წლის კონსტიტუციის მე–10 მუხლი: „ ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ..“, შესაბამისად, იგი საფუძვლად დაედო 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 

#გახსოვდესისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები