en
ge

რა არის "დუმსქროლინგი"?

რა არის "დუმსქროლინგი"?

გაიგე რა არის ‘’დუმსქროლინგი’’ და რა ზიანის მოტანა შეუძლია შენთვის. გაიგე როგორ შეიძლება დავიცვათ თავი უარყოფითი შედეგისგან. 

სოციალური ქსელების მომხმარებელი თუ ხარ და საჭირო ინფორმაციის მოძების გარდა დიდ დროს უთმობ გაუცნობიერებელ სქროლვას, უნდა იცოდე, რომ ამ პროცესს „დუმსქროლინგი“ ჰქვია. 

რა იწვევს „დუმსქროლინგს’’ და რატომ არის ეს არცთუ კარგი ჩვევა?

 სქროლვისას რთულია გაფილტრო ან თავი აარიდო შენთვის არასასურველ ინფორმაციას. კონკრეტულ თემაზე გხვდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია თუ შეხედულებები, რაც გაურკვევლობასა და შფოთვას იწვევს. „დუმსქროლინგი” შესაძლოა ასოცირდებოდეს რაღაცის გამოტოვების შიშთანაც, რომ შემთხვევით მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩება და ვერ გაეცნობი ინფორმაციას. რთულია თავი აკონტროლა, რადგან ხშირად დასვენების დროსაც ხელში გვიჭირავს ტელეფონი.

ახალი ამბების კითხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ინფორმაციის დიდი რაოდენობით გაცნობამ და უარყოფით ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა ძილის პრობლემები გამოიწვიოს და გავლენა იქონიოს შენს პროდუქტიულობაზე. ხელი შეუწყოს უარყოფითი აზრები ხშირად წარმოშობას და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გააურესოს. 

როგორ შევწყვიტოთ უნდა „დუმსქროლინგი”? 

ეცადე აკონტროლო დრო, რომელსაც სოციალური მედიის გაცნობას უთმობ. დააყენე ტაიმერი, რათა შეგახსენოს რომ საათობრივი სქროლვა კარგი არ არის. მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაციის მოძიებისას გაიხსენე – რისი პოვნა გინდა და მხოლოდ ის მოიძიე. ინტერნეტში თვალიერების ნაცვლად მეტი დრო დაუთმე აქტივობებს და არ დაივიწყო ჰობი, რაც სიმშვიდესა და სიამოვნებას განიჭებს. შეიძლება დაკავდე ვარჯიშითა და იოგით, რაც განწყობას გაგიუმჯობესებს, შფოთვასა და სტრესს შეგიმცირებს. დროდადრო გააზრებულად გამოეთიშე სოციალურ მედიას, იზრუნე საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. 

გაუზიარე ეს ინფორმაცია მათ, ვისაც სჭირდება იზრუნე ჯანმრთელობაზე, რადგან #ესქვეყანაშენია.

წყარო: mediachecker.ge

მსგავსი პოსტები