„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – კობიაანთკარში დაბადებული ბიჭის ისტორიაა, რომელიც ამერიკაში ბესთსელერად იქცა, 1952 წელს კი ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, სადაც ქართული სიმღერები და დიალოგები ისმის.
გიორგი პაპაშვილის ამერიკულ ისტორიას წინ გრძელი გზა უძღოდა.
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ეროვნულ მთავრობასთან ერთად იგი ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე წელი თურქეთში დაჰყო – თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად...
მან მოახერხა ამერიკაში გამგზავრება და თავდაპირველად ინგლისურის არ ცოდნის გამო, ჟესტების ენით ნიუ–იორკში, 24 წლის ასაკში ცხოვრების ახალ გამოწვევებთან ჭიდილი. ისევე როგორც თურქეთში, ამერიკაშიც ხან ლითონჩამოსხმელ ქარხანაში მუშაობდა, ხან შეფმზარეულის დამხარედ რესტორანში და ჭურჭლის მრეცხავად.
გიორგი პაპაშვილი ჩინებულ მთხრობელი იყო და, მის გარშემო, ყველას უნდოდა მისი მონაყოლის მოსმენა. კალიფორნიაში შეხვდა მომავალ მეუღლეს – მწერალ ჰელენ უაიტს, სწორედ მათ ერთობლივ ნოველების კრებულს წარმოადგენს – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
წიგნი ძალიან მალე გახდა პოპულარული, 2 მილიონამდე ეგზემპლიარი გაიყიდა და დაახლოებით 20 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.
ნაწარმოების ეკრანიზაციაც წარმატებული გამოდგა – ამბავი იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.
გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის ერთობლივმა ნაწარმოებებმა თავისი კვალი დატოვეს ამერიკულ ლიტერატურაში და საპატიო ავტორებად აღიარეს.
#გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია