en
ge

რა არის საკვები ნარჩენები? რა იწვევს მათ წარმოქმნას?

რა არის საკვები ნარჩენები? რა იწვევს მათ წარმოქმნას?

მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული საკვების მესამედი ნარჩენად იქცევა (ბუნების მსოფლიო ორგანიზაცია – WWF). არადა ეს ოდენობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გამოკვებავდა.

რა იწვევს საკვები ნარჩენების დიდი რაოდენობით წარმოქმნას?

მათ რამდენიმე გარემოება იწვევს. კერძოდ:

•ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური ან კლიმატური პირობების გამო საკვები ვერ აღწევს მომხმარებლამდე – ანუ საკვები, რომელიც მიწოდების საწყის ეტაპზევე იკარგება.

•ვადის გასვლის გამო წარმოქმნილი საკვები ნარჩენი – ანუ გაფლანგული საკვები.

•ადამიანების მიერ საჭიროებაზე გაცილებით მეტი საკვების ყიდვა და მომზადება. რაც თავის მხრივ ჭარბ საკვებ ნარჩენს წარმოშობს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით საქართველოს ნაგავსაყრელებზე ყოველდღიურად დიდი რაოდენობის პროდუქტი ხვდება, რომელიც ჯერ კიდევ ვარგისია საკვებად. ნარჩენები გარემოსაც აზიანებს – ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენები იხრწნება და გამოიყოფა სათბურის აირები, მათ შორის – მეთანი, რომელიც ზიანის მომტანია.

საკვები ნარჩენები განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მატულობს, როცა ხშირად საჭიროებაზე მეტ პროდუქტს ვყიდულობთ. გაუფრთხილდი საკვებს, სწორად დაგეგმე მაგალითად რა რაოდენობის პროდუქტი გჭირდება ახალი წლის შესახვედრად და თუ შეატყე რომ ბევრი პროდუქტი იყიდე გაუზიარე სხვას, რადგან #ესქვეყანაშენია.

მსგავსი პოსტები