გაეცანი კვლევას, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაციამ „ჩვენ ვიკვლევთ“ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდების უმეტესობა ნეგატიურად აფასებს საბჭოთა კავშირს.
ამ ეპოქაზე საუბრისას ხშირად იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „დამახინჯებული აზროვნება“, „თავისუფალი აზრის შეზღუდვა“, „მოქალაქის პირადი თავისუფლების შეზღუდვა“, „არანორმალური რეჟიმი“, „მარწუხი“, „ბოროტების იმპერია“, „სტაგნაცია“ და სხვა.
ეს ყოველივე ნათქვამია კვლევაში, რომელიც ახალგაზრდების ისტორიის სწავლებისადმი დამოკიდებულებას ასახავს. კვლევამ, ასევე შეისწავლა სხვადასხვა ისტორიული ეპოქის თუ მოვლენის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულება, მათ შორის საბჭოთა კავშირის მიმართაც:
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებს ძირითადად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საბჭოთა კავშირის მიმართ. მათი პასუხებისა და დამოკიდებულებების მიხედვით იგი იყო:
კვლევის მონაწილეთა 42% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სსრკ დაეხმარა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ასევე 39% არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სსრკ–ის ფარგლბში თავისუფლად შეიძლებოდა მოგზაურობა.
კვლევა: „საქართველოს ახალგაზრდობა და ისტორია“
კვლევა „საქართველოს ახალგაზრდობა და ისტორია“ 2021 წელს ჩატარდა და მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. „ჩვენ ვიკვლევთ“, ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელმაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა საჯარო სკოლის 9-12 კლასის 4366 მოსწავლე. ასევე გამართა 12 ფოკუს–ჯგუფი მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, 8 პირისპირ ინტერვიუ – სფეროს ექსპერტებთან