en
ge

რატომ არ უნდა დავწვათ ფოთლები?

რატომ არ უნდა დავწვათ ფოთლები?

შემოდგომის ფოთოლცვენა ქუჩებში, სკვერებსა და ეზოებში ხშირად ფოთლების გროვას წარმოშობს. დასუფთავებისთვის ზოგჯერ საუკეთესო საშუალებად ფოთლების დაწვას მიიჩნევენ.

არ დაწვათ ფოთლები, ეს სახიფათოა! 

 ფოთლების წვისას ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები, მხუთავი აირები, ტოქსინები, კარცეროგენები და გამაღიზიანებელი ნაწილაკები გამოიყოფა. რომლებმაც შესაძლოა სასუნთქი გზების დაზიანება და ინფექციების რისკი გაზარდოს.

 გამოსავალი - ფოთოლი ბუნებრივი ნარჩენია და მისი სასუქად გადაქცევა და გამოყენება რამდენიმე, არც ისე რთული, მეთოდით არის შესაძლებელი. მაგალითად ერთ–ერთი მეთოდია კომპოსტირება. გაეცანით ამ მეთოდის განხორციელებისთვის საჭირო რესურსს თუ როგორ შეიძლება მომზადდეს ადვილად კომპოსტი: https://bit.ly/3WTl9h9

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები