en
ge

რაჭული ოდების ისტორია

რაჭული ოდების ისტორია

ონში სოფელ ლაგვანთაში დგას ხის სახლი, რომელიც რაჭული ოდებისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით არის მორთული. მისი ისტორია 250 წლის წინათ იწყება და ჯაფარიძეების საგვარეულოს უკავშირდება, ისინი სოფელში ფლობდნენ ციხეს და ეკლესიას.

სწორედ აქ დაიბადა და გაიზარდა ბესარიონ ჯაფარიძე, რომელიც ილია ჭავჭავაძესთან ერთად მოღვაწეობდა „დროებაში“.

რაჭაში უამრავი ასეთი ძველი, ლამაზი ორნამენტებით მორთული და საინტერესო ისტორიის მქონე ოდაა მიმოფანტული. კამპანია – „დაწერე რაჭული ოდების ისტორია“ თითქმის ერთი წლის წინათ რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization-ის წევრებმა წამოიწყეს. ფონდების მოძიების პროგრამის Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი-სა და საზოგადოების მხარდაჭერით, ორგანიზაციამ რაჭის 100–მდე სოფელში მიმოფანტული სახელების ფოტო დოკუმენტირება, ისტორიების მოძიება დაიწყო. ოდების ისტორიები ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება, რაც ხელს შეუწყობს რაჭაში ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას.

რაჭის სათემო ორგანიზაცია • Racha Community Organization 2020 წლის 30 იანვარიდან ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის დამფუძნებლები ამბროლაურისა და ონის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. #შეინახეისტორია რადგან #ესქვეყნაშენია.

მსგავსი პოსტები