უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სამხედრო აგრესიას, 24 თებერვლიდან დღემდე, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება, მილიონობით ადამიანი დევნილია. უკრაინელი ხალხის თავისუფლებისადმი ერთგულება განუზომლად დიდია და ერთ მუშტად შეკრულნი უპირისპირდებიან ოკუპანტს!!! რუსეთი არ იცვლება!
იყო მეფის რუსეთი, საბჭოთა რუსეთი, ახლა არის რუსეთი, თუმცა მისი მისწრაფებები, ინტერესები და ქმედებები იგივეა.
ამ პოლიტიკასთან გამკლავება საუკუნეების მანძილზე ხშირად უწევდა უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს. ისტორია ბევრ მძიმე ტრაგედიას ინახავს. ერთ–ერთია „ჰოლოდომორი“ (შიმშილით სიკვდილი). 89 წლის წინათ უკრაინაში, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკას მოჰყვა მილიონობით ადამიანის შიმშილი და გარდაცვალება. დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ საზარელმა მოვლენამ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ, დაახლოებით, 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჰოლოდომორი ➡️ https://holodomormuseum.org
#არარუსეთს #არაოკუპაციას #მხარდაჭერაუკრაინას