en
ge

საქართველოს ტერიტორიებთან ერთად ჩვენი გვარების 20% ოკუპირებულია! არა რუსულ ოკუპაციას!

საქართველოს ტერიტორიებთან ერთად ჩვენი გვარების 20% ოკუპირებულია! არა რუსულ ოკუპაციას!

საბჭოთა კავშირის ხელწერა - გარუსების მცდელობა გვარებსაც შეეხო.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, პასპორტიზაციის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების გვარებს რუსული დაბლოებები („ოვ“, „ევ“ და სხვა) მიენიჭა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა დაკარგა ავთენტური გვარი. მაგალითად: მამედლი იქცა მამედოვად, ისმაილი – ისმაილოვად და ა.შ.

საქართველოს ტერიტორიებთან ერთად ჩვენი გვარების 20% ოკუპირებულია! არა რუსულ ოკუპაციას! – ამბობენ პლატფორმა „სალამის“ წევრები.

სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიერ. მისი მიზანია უმცირესობების მიმართ ჩამოყალიბებული შეხედულებების შეცვლა, ასევე ეთნიკური უმცირესობების კულტურული იდენტობის, ისტორიის და მემკვიდრეობის შენარჩუნებაა. პლატფორმა წელიწადზე მეტია, რაც ავთენტური გვარების დაბრუნების მიზნით კამპანიას აწარმოებს. მათ გვარის დაბოლოების შეცვლის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარი მიიღეს კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის გამო. ამიტომ კამპანია გააფართოვეს და საკანონმდებლო ინციატივასთან ერთად ხელმოწერების შეგროვება წამოიწყეს. 27 000–მდე საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვეს და საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართეს. მისი მიზანია ისეთი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ავთენტური გვარები დაიბრუნონ.

#არარუსულოკუპაციას რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები