სამოქალაქო აქტივიზმი

სამოქალაქო აქტივიზმი

საზოგადოებაში ბევრი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივობა ორგანიზაციულ თუ საზოგადოებრივ სექტორს უკავშირდება.

ეს ასეც არის – საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები ერთ–ერთი საშუალებაა სამოქალაქო აქტივობისთვის და ინტერესთა ჯგუფების მიზნების მისაღწევად.

ცხადია, ეს არ გამორიცხავს ინდივიდუალურ აქტივიზმსაც. ამ არჩევანში თავისუფლები ვართ.

სამოქალაქო აქტივიზმი აქტივობიდან მოდის და ამ ცნებას ქართულ ენაში საზოგადოებრივი მოღვაწეობის სინონიმად მოიაზრებენ.

ის შენი, ჩემი, ჩვენი უბნის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს დასუფთავების, საქველმოქმედო, საპროტესტო აქცია თუ სხვა.

ჩვენს მიერ გააზრებულად გადადგმულ ნაბიჯს, გაღებულ დროს და ენერგიას აუცილებლად მოაქვს დადებითი ცვლილება. 

ეს ქვეყანა შენია! გაიზიარე პასუხისმგებლობა!


მსგავსი პოსტები