en
ge

სსო–ები და სახელმწიფო: ფინანსური თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება

სსო–ები და სახელმწიფო: ფინანსური თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება

როგორია სსო–ების სახელმწიფოსთან ურთიერთობა ფინანსურს ჭრილში ევროპის ქვეყნებში?

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლის წყაროები, ისევე როგორც საქართველოში დიფერენცირებულია: გრანტები, შემოწირულობები, ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსება და ა.შ. ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებებს გააზრებული აქვთ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფასი. შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად ბევრმა მათგანმა შექმნა დაფინანსების ინსტიტუციები. ქვეყნებს სხვადასხვა მოდელი აქვთ, თუმცა აერთიანებთ ერთი მიზანი – ინვესტიცია განახორციელონ სამოქალაქო სექტორში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სსო–ების შემოსავლის წყაროებში სახელმწიფო დაფინანსების წილი სოლიდურია. 

არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL) სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის 4 მოდელს გამოყოფს: 

1.კორპორატიული მოდელი – სახელმწიფო სხვადასხვა სქემას იყენებს და სავალდებულო წესით აფინანსებს სსო–ების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეულ სოციალურ მომსახურებას. ამ ქვეყნებში (მაგ. გერმანია, საფრანგეთი) სსო–ების საერთო შემოსავალში სახელმწიფო დაფინანსების წილი 55–73%. 

2. ლიბერალური მოდელი – სსო–ები სოციალურ მომსახურებას უზრუნველყოფენ სახელმწიფოს ფინანსებით, თუმცა ნაკლებ დამოკიდებულნი არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე. მათი ურთიერთობა სახელმწიფოსთან ხელშეკრულებით რეგულირდება და სახელმწიფო დაფინანსების წილი საერთო შემოსავლებში 35–55% შეადგენს. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები. 

3. სოციალ–დემოკრატიული მოდელი – სოციალურ მომსახურებას ძირითადად სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეადრებით დაბალია ამ მოდელისას სახელმწიფო დაფინანსების პროცენტი 25–35%. ამ მოდელის ქვეყნებში (მაგალითად, შვედეთი და ნორვეგია) საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმთავრესი ფუნქცია სახელმწიფო პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროზე მუშაობაა. 

4. განვითარებადი მოდელი – ურთიერთობის ფორმა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია (მაგალითად, საბერძნეთი, პორტუგალია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა), ამ ქვეყნებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება მწირია და ისინი, როგორც წესი, საერთაშორისო ფონდების დახმარებაზე არიან დამოკიდებული. 

წყარო: 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები – საუკეთესო გამოცდილების კვლევა 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია

მსგავსი პოსტები