საქართველოს 1921 წლის და დღეს, 2021 წელს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად პიროვნული მახასიათებლებისა.
1921 წელი
მუხლი 16
მოქალაქენი კანონის წინაშე ყველა თანასწორნი არიან
მუხლი 17
წოდებრივი განსხვავება არ არსებობს
2021 წელი
მუხლი 11
ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია კანონით ისჯება.