100 წლის წინათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, პირველი ნაბიჯები სწორედ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით გადაიდგა.
1918-1920 წლებში აირჩიეს 20 სამაზრო, 26 საქალაქო და 400-ზე მეტი სათემო თვითმმართველობა.
შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობას ფართო უფლებები მიენიჭა. თვითმმართველობების კომპეტენციას წარმოადგენდა:
სირთულეებისა და ხარვეზების მიუხედავად, 1918-1921 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არაერთი პროექტი განახორციელეს. მაგალითად სამტრედიიდან სამეგრელოსკენ რკინიგზის ლიანდაგი, რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყნეთის დედაქალაქთან დასაკავშირებლად ტრანვაის ხაზის პროექტი, ქვეყნის მასშტაბით უამრავი სკოლა,ბიბლიოთეკა, თეატრი, სახალხო უნივერსიტეტი შეიქმნა და ასე შემდეგ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ, ისევე როგორც ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თვითმმართველობაც მოისპო და ამ სისტემის შემქნელებიც დიდი საბჭოთა ტერორის მსხვერპლნი გახდნენ.
#გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია