en
ge

„ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება“

„ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება“

მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში მრავალი საინტერესო და იმ დროისათვის პროგრესული საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობდა. მაგალითად „ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება“. 

იგი, ალექსანდრე როინაშვილის ატელიეში შეკრებილმა ფოტომოყვარულებმა, 1893 წელს დაარსეს. საზოგადოების მიზანი იყო პოპულარიზაცია გაეწია ფოტოგრაფიისთვის, გაევრცელებინა ცოდნა და ტექნოლოგიური სიახლეები. ამ მიზნით ხშირად ეწყობოდა საღამოები, სადაც საზოგადოების წევრების გარდა, მოწვეული სტუმრებიც კითხულობდნენ ლექციებს. 

1897 წლის 23 აპრილს, დღევანდელ სამხატრო გალერეაში, იმ დროისათვის საკმაოდ ამბიციური პროექტი განახორციელეს – გამოფენა მოაწყვეს. 50–მდე ფოტოგრაფის ასეულობით ფოტო იხილა მაშინდელმა საზოგადოებამ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. 

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფთა და საზოგადოების წევრთა სია, ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. მათ შორის წესდება, რომელიც საზოგადოების შიდა სტრუქტურას, თანამდებობის პირთა არჩევის, საბჭოს მოწვევის წესსა და უფრო მეტიც, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების წესსაც ადგენს. 

საზოგადოების წესდება 63 პუნქტს მოიცავდა. ერთ–ერთი მათგანის გვამცნობს: (§34) „ ... თავმჯდომარეს აქვს ერთი ხმა, მსგავსად სხვა წევრებისა, თუმცა ხმათა თანაბრობის შემთხვევაში მისი ხმა გადაწონის“. 

#გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია 

წყარო: https://cutt.ly/iRKD1Qq

მსგავსი პოსტები