en
ge

ვინ იყო აკაკი ჭანტურია

ვინ იყო აკაკი ჭანტურია

დღეს აკაკი ჭანტურიას ამბავს მოგიყვებით...

მე-XX საუკუნის 20–იან წლებში დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდა, რათა სხვადასხვა სასახლეში გაფანტული დადიანების მემკვიდრეობისთვის თავი ერთად მოეყარა და მუზეუმი დაეარსებინა. ამისთვის, დღისით თუ ღამით, სასახლიდან სასახლემდე თანმხლებ პირებთან ერთად ურმით დადიოდა და დადიანების მემკვიდრეობას აგროვებდა.

არადა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია შემოგვრჩა. ამბობენ, რომ მას სახელი დიდი პოეტის, აკაკი წერეთლის საპატივცემულოდ დაარქვეს – აკაკი ჭანტურია, მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი.

ახალსენაკის ოთხკლასიანი დაწყებითი განათლების დასრულების შემდგომ, მალე ბათუმში გადავიდა სამუშაოდ, იქიდან კი ინგლისში გაემგზავრა... ინგლისის ერთ–ერთ უნივერსიტეტში არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, სამუზეუმო საქმე შეისწავლა და მრავალ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დაბრუნდა და სამეგრელოში გეოლოგიური ექსპედიცია, შემდგომ კი გამოფენაც მოაწყო. 

მალე ისევ ლონდონს მიაშურა და სამეფო კოლეჯში გააგრძელა სწავლა. რამდენიმე წლის შემდგომ, აკაკი ჭანტურიამ ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ბარეტის კოლეჯი დაასრულა. საქართველოში დაბრუნებულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მუზეუმი დაეარსებინა. 

ზუგდიდის გარდა დადიანების საგანძური სალხინოსა და ჭკადუაში – პრინც მიურატის სასახლეშიც იყო. ზუგდიდში ნივთების გადმოტანა აკაკის მთელ ძალისხმევად უჯდებოდა – მცველების თანხლებით საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 

მუზეუმი გახსნა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციამ მოუსწრო და განძისადმი მის რუდუნებას ვერ ჩაწვდნენ და მალე აითვალისწუნეს კიდეც. 30–იან წლებში დაიწყო მუზეუმიდან მისი ჩამოშორების პროცესი, მეცნიერს 1940 წელს სიძველეთასაცავის დატოვება მოუწია... მისი ხელით აწყობილი ექსპოზიცია კი დაშალეს... 

მსგავსი პოსტები