იცით რომ, უცხოური დახმარების შესახებ საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი არსებობს?
www.eaims.ge – ვებ–გვერდი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა. მასზე არსებული წარწერის მიხედვით, იგი 2020 წელს არის განთავსებული ვირტუალურ სივრცეში. მისი მიზანია საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების გაუჯობესება.
ვებ–გვერდზე ნებისმიერ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია დონორების, პროექტების შესახებ, ვინ რამდენი გრანტი, სესხი, ჰუმანიტარული თუ ექსპერტული დახმარება მიიღო.
უცხოური დახმარების ყველაზე დიდი მიმღები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და მისი სხვადასხვა უწყებაა. უცხოურ დახმარებას სხვა სექტორებიც იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველა სექტორის უცხოური დახმარების ჯამური მონაცემებია ასახული ვებ–გვერდზე განთავსებულ მთავრობის ანგარიშებში. ბოლო ანგარიში 2020 წლით თარიღდება.
უცხოური დახმარების ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა:
სხათა შორის, „გრანტი“ სამ ნაწილად არის გაყოფილი მთავრობის ანგარიშში (2020)
რაც იმაზე მიუთითებს, რომ გრანტს არასამთავრობო სექტორის გარდა – მთავრობის სხვადასხვა უწყებებიც იღებენ, მათ შორის როგორც საბიუჯეტო დახმარებას.
მთავრობის, ამავე ანგარიშის მიხედვით, უცხოური დახმარების გამცემი, 10 უმსხვილესი დონორია:
ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია უცხოური დახმარების ნაკადები სექტორებს შორის.
წყარო: www.eaims.ge