თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მოადგილეების, სამეურვეო საბჭოს თავჯდომარისა და მისი წევრების, მონიტორინგის საბჭოსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრების შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ მონიტორინგი მოამზადა. შესწავლილი მასალის მიხედვით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელფასო პოლიტიკა მკვეთრად დისკრიმინაციულია.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დააკმაყოფილა საჯარო ინტერესი და არ გასცა ინფორმაცია მაუწყებელზე მომზადებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური კატეგორიის საავტორო გადაცემათა წამყვანების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ. მაუწყებელმა უნდა უპასუხოს საჯარო ინტერესს და სახელფასო პოლიტიკის მიმართ ინფორმაცია ხელმისაწვდომი, პროაქტიურად გამოქვეყნებადი გახდეს მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე. ამასთან, მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამთავრობო პოლიტიკა ე.წ. „ქამრების შემოჭერის" მიმართულებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სტრუქტურაზე, არ ასახულა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: barristers.ge