თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცა განცხადებას ავრცელებს.
„ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ.
მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.“ - ნათქვამია განცხადებაში
სრულად...
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია