თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ
ღია წერილით მიმართა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებს. წერილი
მობილური ოპერატორების მეშვეობით მოქალაქეთა უკონტროლო მიყურადღებას ეხება. „ბოლო
რამდენიმე წელია, მთავრობის მიერ ფარული თვალთვალის წარმოება ქვეყანაში სერიოზულ
პრობლემას წარმოადგენს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ კვლევაში და
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მოხსენებებშიც
აისახა... ჩვენთვის ცნობილია, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობები – ე.წ. შავი ყუთები, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. რაც მნიშვნელოვანია, ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ მომხდარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შავი ყუთები მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე ახლაც არის განთავსებული. სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21,000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ.
ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს მისთვის კუთვნილი შავი ყუთები და მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობა კანონიერ ჩარჩოში ჩასვას...", ნათქვამია ღია
წერილში
სრულად
წყარო:
transparency.ge