თბილისი.შს სამინისტროში დღეს
გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც
მონაწილეობდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც" იყო მიწვეული, მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ვიდეოარქივი განადგურდება. ბატონმა იზორიამ განაცხადა, რომ განადგურების პროცესს სპეციალური კომისია გაუწევს ზედამხედველობას, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
მივესალმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას და აღებული ვალდებულების ასრულების მზაობას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ და დავაკვირდეთ უკანონოდ ჩაწერილი და შენახული ვიდეომასალების არქივის განადგურების პროცესს", ნათქვამია სოციალურ ქსელში
ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში