იმერეთი. "ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი" და "დაუკრეფავი" გიწვევთ 27-28 იანვარს ქუთაისში სამუშაო შეხვედრაზე მათ, ვინც დაინტერესებულია ღია ლექციების, შეხვედრებისა და კინოჩვენებების ორგანიზებით.
შეხვედრა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით, კულტურული და ინოვიაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “Film Cities: Kutaisi and Poti” ფარგლებში.
დასწრება შეუძლიათ იმერეთში არსებულ სხვადასხვა კულტურული სივრცის მენეჯერებს (გალერეებს, კულტურის ცენტრებს და ა.შ), კაფეებისა და ბარების წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სრულად...
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში