კახეთი. საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (GIZ) მხარდაჭერით, თელავში, ვანო ხუხუნეიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული რეფორმის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება ,,პროექტის მართვა და ინიცირება" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა პროექტის მართვის ძირითად პრინციპებთან ერთად, პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრაზე, ბიზნეს ფორმულირებაზე, პროექტის შუალედური და საბოლოო შედეგების განსაზღვრაზე, რისკების მართვაზე, მონიტორინგსა და ანგარიშებაზე.