აჭარა. 18 მაისს, ქალაქ ბათუმში, „კავკასიური სახლის" ორგანიზებით, იწყება ლექციათა კურსი ,,კონფლიქტებისა და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტის" ფარგლებში. უნივერსიტეტი საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 30–ზე მეტ ახალგაზრდას მასპინძლობს.
6 დღის განმავლობაში, რეგიონიდან და ევროპიდან მოწვეული მომხსენებლები, ქართველ ლექტორებთან ერთად წაიკითხავენ ლექციებს კონფლიქტების შესახებ. გარდა თეორიული ნაწილისა, პროგრამაში გათვალისწინებულია პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში არსებული ცალკეული ეთნიკური და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას. უნივერსიტეტი ხორციელდება პროექტის „უკრაინა - გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით" ფარგლებში.
,,კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი" 24 მაისამდე გასტანს, რომლის ფარგლებშიც 20–მდე ლექციის ჩატარებაა დაგეგმილი.
სრულად...
წყარო: caucasianhouse.ge