შიდა ქართლი. 14 ივლისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად გამოწვეული პრობლემები და საფრთხეები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს, თუ როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე მიწების რეგისტრაციასთან და BP-ს მილსადენის ალტერნატიული სატრანზიტო ხაზთან დაკავშირებით. საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა დაახლოებით 57 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც 100-ზე მეტი ოჯახის სახნავ-სათესი მიწებია მოქცეული.
„სახელმწიფოს მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული, რომ მოსახლეობას არ შეეზღუდოს წვდომა თავის მიწაზე და შეძლონ მიწით სარგებლობა. ჩვენი ამოცანაა არ წამოვეგოთ პროვოკაციას და შევძლოთ ბარიკადების დაშლა. ამისათვის ყველა არსებული ფორმატი და მექანიზმი იქნება გამოყენებული. ჩვენ გავაგრძელებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას, რათა მათ ჰუმანიტარული და სოციალური პირობები შევუმსუბუქოთ, და ამავდროულად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისაკენ," განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ...
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში