კახეთი. თელავში, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის”, 6 თვიანი კამპანიის „საგზაო უსაფრთხოება" პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.უწყება საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიას დაიწყო, რომელიც 6 თვე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. მისი მიზანია უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს კახეთის რეაბილიტირებული საავტომობილო გზები, შემცირდეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა კულტურა. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოზარდთა განათლებას, გაიმართება ტრენინგები საგზაო უსაფრთხოების იმ ძირითად რისკ–ფაქტორებზე, როგორიცაა: ქვეითთა უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვა, მანქანის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა, ფეხით მოსიარულეთა დაბალი განათლება, მანქანის მართვა ნასვამ ან გადაღლილ მდგომარეობაში და სხვა.
კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.