გურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, კამპანიის ,,უსაფრთხო ქალაქის” ფარგლებში პირველი შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას აღნიშნულ სამინისტროში მიმდინარე სიახლეები, უწყების საქმიანობა გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროობა, ადამიანის უფლებები და მისი დაცულობა, ბრძოლა კორუფციასთან და ნარკოტიკებთან, საპატრულო პოლიციის საქმიანობა, ოჯახში ძალადობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მინისტრის მოადგილე გამოსვლისას დეტალურად შეეხო.
შეხვედრა ინტერაქტიული გახლდათ და საზოგადოების წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მინისტრის მოადგილისგან მიეღოთ.
შეხვედრას, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და რიგითი ოზურგეთელები ესწრებოდნენ.