თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორმა ორგანიზაციამ უკრაინაში, SILab Ukraine უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად, სოციალური საწარმოებისთვის სერვისების მიწოდების ნაცვლად, ჰუმანიტარული ძალისხმევის კოორდინაცია დაიწყო. მიმდინარე ჰუმანიტარული საქმიანობა მოიცავს თავშესაფრების მოწყობას, საჭირო ნივთების, საკვების მოძიებასა და განაწილებას, რაც, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უკრაინელი ხალხისთვის.
სამი კვირის განმავლობაში ორგანიზაციამ შეძლო 325 000 დოლარის მოძიება, 57 თავშესაფრის მხარდაჭერა ან შექმნა და 21 814 ადამიანის დახმარება.
SILab Ukraine - ის მხარდაჭერით ჩვენი დახმარება ადრესატებამდე სწრაფად და 100 % - ით მიაღწევს, რაც ასეთ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
SILab-თან პარტნიორობა და მათ მიმართ ნდობა გვაძლევს უფლებას მოგიწოდოთ თქვენც ჩაერთოთ კამპანიაში „ShelterUkraine“, რადგან ამ გზით დახმარება ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და სწრაფად მიეწოდება საჭიროების მქონე მოსახლეობას.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ...
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში