თბილისი. იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას #იმოქმედე აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდებს.
„იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი საიტის imoqmede.ge პრეზენტაცია გამართა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს.
...imoqmede.ge იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს. კერძოდ, შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე და სხვა.
ამასთან, გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება", ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net