სამეგრელო. პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ქალაქის მერის მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები.
„ქალის ჩართულობა ქვეყნის მართვაში არის უმნიშვნელოვანესი, მეტი ქალი პოლიტიკაში არის მეტი პოზიტივი და მეტი სარგებელი" – განაცხადა ფოთის მუნიციალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის ირგვლივ საუბრისას.
კამპანიას - „მამაკაცები ქალების პოლიტიკაში გაძლიერებისთვის" - „ჟურმალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. შეხვედრები „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის" უკვე გამართა გორის, რუსთავის, ბათუმის გენდერის მედიაცენტრებში, ქუთაისისა და ოზურგეთის დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრებში, სადაც შეხვედრებში მონაწილე გადაწყვეტილების მიმღებმა მამაკაცებმა ქალ კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცახდეს და გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებთან შეხვედრა-დისკუსიები პროექტის - „თანასწორობა იგებს" - ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით იმართება.
წყარო: ორგანიზაციის - „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი