თბილისი. თბილისში რიგით მეხუთე კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„2017 წელს პრემიის ლაურეატი გახდა ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისათვის" დამფუძნებელი, ქეთევან ხიდაშელი. 2008 წელს ქეთევან ხიდაშელმა სოფელ დვაბზუში შექმნა საინიციატივო ჯგუფი „დვაბზუს ქალთა ცენტრი", ხოლო 2010 წლიდან დააფუძნა ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის".
ქეთევანი აქტიურად ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობაში დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და მიაწვდინოს მათ ქალების ხმა. სხვადასხვა გზით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net