იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, დაბა კულაშის საჯარო სკოლაში, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, გენდერული თანასწორობის, საქართველოსა და ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ტრენერთა ტრენინგის (ToT) ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს შესახებ საინფორმაციო კამპანიას სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის ლიდერებთან ჩაატარებენ.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)